მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი ვერ გაბედა, გავასაჩივრებთ - სანაიაზე თავდამსხმელის ადვოკატი 

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი სახელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ის სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდა. ნიკოლაიშვილის თქმით, მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი, ბრალდებულის მიმართ "ცალმხრივად ატეხილი აჟიოტაჟის გამო ვერ გაბედა".

ადვოკატის თქმით, სახელაშვილის მიმართ არასწორი საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა და დაცვის მხარეს ტელევიზიაში მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცა.

სახელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"მე მქონდა გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გიორგი სახელაშვილის მიმართ. მოსამართლემ ვერ გაბედა ამ განაჩენის გამოტანა იმიტომ, რომ ასეთი ცალმხრივი აჟიოტაჟი იყო მუდმივად. შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომ თითქოს ეს ადამიანი იყო დამნაშავე. სინამდვილეში, დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება, ერთხელ არ ყოფილა არც ერთ ტელევიზიაში, პირდაპირი ჩართვა ან მიწვევა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმ დროს, როდესაც ყოველდღიურად სისტემატურად იყო მეორე მხარის მხრიდან საზოგადოების ტვინის გამორეცხვა, რომ გიორგი სახელაშვილი იყო დამნაშავე",- თქვა გელა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დღეს, 25 აგვისტოს სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. სამივე ბრალდებულს სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ

სანაიაზე თავდასხმა 2021 წლის 25 თებერვალს მოხდა, დღეს კი მომხდარიდან სწორედ 6 თვე გავიდა. თავად სანაია ფიქრობს, რომ მოსამართლემ პროცესი ხელოვნურად გააჭიანურა. გადაწყვეტილება კი, სასამართლომ მოძალადეებს წინასაარჩევნოდ სიგნალი მისცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი