გაფლანგული მილიონები, ლარად გასხვისებული ათი ათასობით კვადრატული მიწა და ჩამოწერილი ჯარიმები - აჭარის მთავრობა სისტემურ დარღვევებში აუდიტის სამსახურმა ამხილა

გამოქვეყნდა:

გაფლანგული მილიონები - აუდიტის დასკვნა "ოცნების" ჩინოვნიკებისთვის ფაქტობრივად ციხის გისოსებისკენ მიმავალი დოკუმენტია. მილიონობით ლარის ზარალი ბიუჯეტს ამჯერად აჭარის მთავრობამ მიაყენა.

ფულის ფლანგვა სისტემურია, ფაქტები კორუფციისა და კონკრეტული პირების - მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე მიუთითებს. მთავარი მაკონტროლებელი ორგანო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხდებოდა ქონების საბაზრო ფასზე დაბალ ფასზე განკარგვას, ასევე თვითნებურად იყო მითვისებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. 

ბათუმის ახალ ბულვართან მდებარე ზღვის პირა ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად მიიღო და დააკისრა გარკვეული ვალდებულებები, რაც გასხვისებიდან 3 წლის შემდეგ არაფერია შეცვლილი. იახტების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები ივანიშვილის ქონებას ემატება. აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნული გასხვისების შედეგად, ბიუჯეტმა ყოველწლიურად 400 ათას ლარამდე თანხა დაკარგა.

ასევე, ირკვევა, რომ გარკვეულ კომპანიებს შეუსრულებელი ინვესტიციისთვის ჯარიმები ჩამოეჭრათ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ზღვის პირა ტერიტორია ივანიშვილს აქვს ხელში ჩაგდებული. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებებში რომ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება, ამაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. "საერთაშორისო გამჭვირვალოს" წარმომადგენლები ამბობენ, რომ აჭარაში პროცესი ჩრდილოვანი მოლაპარაკებებით იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი