
პოლიტიკური ვერდიქტი და პირდაპირი მინიშნება მედიას - "ქართული ოცნების" ხელისუფლება გააგრძელებს ჟურნალისტებზე თავდასხმებს. ვახო სანაიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად ადასტურებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს დგამს ტოტალიტარული რეჟიმისკენ და მედიის სრული დამორჩილების საქმეში ბიძინა ივანიშვილი ძალადობას სულ უფრო ხშირად გამოიყენებს.
მათ კი, ვინც ამ ძალადობაში იარაღი იქნება, ხელისუფლება დაუსჯელობას ჰპირდება. ისევე, როგორც დღეს გათავისუფლებულ სამ მამაკაცს, რომლებიც მეუღლესა და ჩვილთან ერთად მყოფ ჩვენს კოლეგას თავს დაესხნენ.
ფაქტია, რომ არა ამ საქმის სკანდალურობა და ვახო სანაიასადმი მთელი მედიის სოლიდარობა, ხელისუფლება დამნაშავეებს უფრო ადრეც გაათავისუფლებდა. დღეს კი მოსამართლემ გამოიყენა პირველივე შანსი და სრულიად მინიმალური სასჯელის მისჯით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლა თავდამსხმელები.
იხილეთ ასევე: