დამეთანხმებით, ალბათ, რომ ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება - ამ სიტყვებით დაიწყო თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომა და დღეს საქართველოში დაფიქსირებულ კიდევ ერთ ანტირეკორდს- 79 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
კახა კალაძემ და თბილისის მთავრობის სხდომის მონაწილეებმა კორონავირუსით გარდაცვლილთა მიმართ სამძიმარი წუთიერი დუმილით გამოხატეს.
"დღეს ბრძოლის ხაზი გადის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე და სწორედ ჩემზე, შენზე, თქვენზე, ჩვენზეა დამოკიდებული გავიმარჯვებთ თუ არა ამ ბრძოლაში. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება", - თქვა კახა კალაძემ.
ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდვითარების გამო, არჩევნების გადადებისკენ პრემიერმინისტრს მოუწოდა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენის მოწოდებას კატეგორიულად არ იზიარებს ხელისუფლება და სახალხო დამცველს „ნაციონალების“ შემუშავებული გეგმით" მოქმედებაში ადანაშაულებს.