"აი, ძალიან კარგია" - ღარიბაშვილი TV იმედის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის დაბლოკვაზე

გამოქვეყნდა:

"აი, ძალიან კარგია" - ასე გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია "იმედის" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ "ევროპულ საქართველოს" წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა.

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სიძულვილის ენაზე ისაუბრა და მის ოპონენტებსა და კრიტიკულ მედიას ისევ თავს დაესხა:

უსმინეთ მათ, მათ ტელევიზიას და პოლიტიკოსებს, გვაბრალებენ ყველაფერს, რასაც თვითონ სჩადიან. ჩადიოდნენ, როგორც ფიზიკურად, ასევე ვერბალურად. ძალადობა, ზიზღი და აგრესია მათგან მომდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია "მთავარი არხი" და მისი სატელიტი ტელეკომპანიები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან სიძულვილის პროპაგანდას და კამპანიას.... მანამ სანამ, ნაცმოძრაობა, სააკაშვილი და მისი სატელიტები იქნებიან პოლიტიკაში, ვივარაუდებ, რომ ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდება მათი მხრიდან, - თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" "ევროპულ საქართველოს" წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარი უთხრა და მიზეზად "სიძულვილის ენა" დაასახელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი