"ევროპულმა საქართველომ" ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ვახტანგ კალოიანი წარადგინა

გამოქვეყნდა:

"ევროპულმა საქართველომ" ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ცნობილი ექიმი, ვახტანგ კალოიანი წარადგინა. 

კალოიანის თქმით, უნდა შეიქმნას ის პირობები, სადაც თითოული ბათუმელი აქტიურად იქნება ჩართული ბიუჯეტისა და ინფრასტრუქტურული პროეტების დაგეგმარებაში. ასევე, შეიქმნება სისტემა, სადაც კრიტერიუმები და პრინციპები განსაზღვრავენ როგორი უნდა იყოს ბათუმი.

არცერთი ბათუმელი არ დარჩება მედიკამენტების, ღირსეული სამედიცინო დახმარების გარეშე... რადიკალური ცვლილებები უნდა მივიღოთ ამ არჩევნებზე... ჩვენ არ გვჭირდება ცვლილებები ცვლილებებისთვის - ამბობს კალოიანი.

თავად ვახტანგ კალოიანმა კი ბათუმის პარტიული სიის წევრები წარადგინა:

  1. ვახტანგ კალოიანი - ექიმი;
  2. ბადრი გორგაძე - პედაგოგი;
  3. ნონა რომანაძე  - ქორეოგრაფი, ანსამბლ "გორდას" ხელმძღვანელი;
  4. გიორგი ქამადაძე - სტუდენტი;
  5. ნინო ხარჩილავა - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
  6. ვასო ჩხარტიშვილი - ეკონომისტი, მაგისტრანტი;
  7. ნანა მიქელაძე - პედაგოგი;
  8. გიორგი ვაშაყმაძე - სტუდენტი;
  9. გიორგი ბეჟანიძე - ბიზნესმენი;
  10. მედეა გოგრაჭაძე - ექთანი, სამედიცინო დარგის სპეციალისტი;
  11. თამაზ გორგაძე - ინჟინერი;
  12. სალომე ხიმშიაშვლი - სტუდენტი, იურისტი;
  13. ზაირა დავითაძე - ეკონომისტი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი