ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმისას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა - ამის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია საუბარი.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმისას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რამდენიმე დაჭრილს კი მკურნალობა უტარდება. ასევე ვიცით, რომ ამ თავდასხმას რამდენიმე ავღანელი ემსხვერპლა“, - წერია განცხადებაში.
ცნობილი ხდება, რომ დაღუპულია 12, ხოლო დაჭრილია 15 ამერიკელი სამხედრო.
იხილეთ ასევე: