"ადგილი მოუნაცვლე" - ანას ბაღის დამცველები მერიასთან აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

"ადგილი მოუნაცვლე" - ანას ბაღის დამცველები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ. ისინი ანას ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეურთდნენ. ისინი თბილისის მერის დღევანდელ კრიტიკულ განცხადებას პასუხობენ, როდესაც კალაძემ ანას ბაღის დამცველები "უსაქმური ადამიანების ჯგუფად" მოიხსენია. მერიასთან შეკრებილები მშენებლობაში კალაძის პირად კორუფციულ ინტერესებს ხედავენ.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის ბოლოს გაიყიდა, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გადაწყდა. "ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა" წელს კიდევ ერთხელ მიმართა მერიას მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, რაც მერიის არქიტექტურის სამსახურმა დააკმაყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი