საჰაერო იერიში ქაბულის ტერაქტის ორგანიზატორებზე - აშშ-ს ცნობით, სამიზნე ლიკვიდირებულია

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-მ დრონებით საჰაერო იერიში მიიტანა ISIS-K-ზე, რომელმაც ქაბულის აეროპორტთან ტერაქტი მოაწყო. დაჯგუფების წევრები ნანგარჰარის პროვინციაში იყვნენ.

პირველადი ინფორმაციით, სამიზნე ლიკვიდირებულია, ხოლო დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაცია არაა.

შეგახსენებთ, სწორედ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო პასუხისმგებლობა 26 აგვისტოს ტერაქტზე, რომელსაც 170-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი პირობა დადო, რომ თავდამსხმელებს პასუხს აგებინებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი