სამების ტაძრის ეზოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს. ფაქტი, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.

მოძრავ სატელიტურ მანქანას სხვადასხვა დაზიანება აქვს. ჩამსხვრეულია ფარები და სარკე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი