სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის დაქირავებული მკვლელი და რუსეთის სადაზვერვო ოფიცერი კირილ კრივკო საქართველოში თავისუფლად ცხოვრობს და საქმიანობს. მან თბილისში ჩამოსვლა შეცვლილი სახელითა და გვარით შეძლო.
კირილ ალიოშეჩკინი - ეს არის მისი ახლანდელი ვინაობა.
დაქირავებული ქილერი სამშენებლო კომპანიებს საქართველოსა და ყაზახეთში ფლობს. მის სახელს უმძიმესი დანაშაულები უკავშირდება, მათ შორისაა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა და სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, ამის მიუხედავად რუსეთის დაქირავებულმა ქილერმა საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა რომ მისით არავინ დაინტერესებულა.
მან საქართველოს საზღვარი 2020 წლის 7 მაისს გადმოკვეთა, მაშინ როდესაც საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა შეზღუდული იყო.
სანამ საქართველოს ხელისუფლება დუმს კითხვაზე, როგორ შემოვიდა დაქირავებული მკვლელი რუსეთიდან, უკრაინის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა რეაგირებისთვის უკვე მიმართა უკრაინაში საქართველოს ელჩს, თუმცა უკრაინელ ექსპერტებს განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ.