"ამ გუნდს პირადად ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს" - "ვაგნერის" დაჯგუფების მოქმედების სქემა

გამოქვეყნდა:

აგენტები, რომლებსაც საქართველოში პასპორტი აქვთ, მთავრობამ უნდა დააკავოს და დასაჯოს - საქართველოში მყოფ ქილერებთან და რუსეთის აგენტებთან დაკავშირებით ექსპერტები საკუთარ მოსაზრებებს ღიად აფიქსირებენ. 

ექსპერტები და ჟურნალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც კრემლი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, მთავრობა ვალდებულია გამოავლინოს და გააძევოს კრემლის აგენტები, ამის ნაცვლად კი "ქართული ოცნება" არგაღიზიანების პოლიტიკას აწარმოებს. 

"რუსული სამხედრო დანაყოფის წევრების საქართველოში შემოსვლა მარტივად ხდება, რადგან ყველა მათგან ყალბი პასპორტი დ დიდი დაფინანსება აქვთ. კრივკო​ს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ დაზვერვის წევრები საქართველოში უბრალოდ არ ჩამოსულა და ამ გუნდს პირადად ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს. ეს პიროვნება ავალებს ქვეშევრდომებს რა სახის მისია უნდა შეასრულონ სხვადსხვა ქვეყანაში. მათ საქართველოში დასაყრდნობი ძალაც ჰყავთ: "ქართული მარში", "პატრიოტთა ალიანსი", თუნდაც "ალტ იფო". 

დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების სამსახურმა ამ ადამიანის ჩამოსვლის შესაებ იცოდა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს, რადგან პრობლემა ისაა, რომ დღევანდელი მთავრობა რუსეთის მიმართ ლოიალურია და არგაღიზიანების პოლიტიკა აქვთ. "ქართული ოცნება" კრემლთან კამათს თავს არიდებს",- ამბობს ექსპერტი იგორ კუროპტევი

ცნობისთვის, კირილ კრივკო​  არ არის ერთადერთი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. მთავარმა არხმა "ვაგნერის" დაჯგუფების წევრების ვინაობა გაარკვია. მათ სახელსა და გვარს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები უკავშირდება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი