რა მისიით ჩამოვიდნენ რუსი ქილერები საქართველოში | "მთავარმა" "ვაგნერის" ქართველი წევრების იდენტიფიცირება შეძლო

გამოქვეყნდა:

სუს-ი მესამე დღეა დუმს. მესამე დღეა, არ გვაქვს პასუხი, როდის, როგორ და რა გზით შემოვიდნენ რუსი დაქირავებული ქილერები და მზვერავები საქართველოში და რა არის მათი რეალური ფარული სადაზვერვო მისია.

არ ვიცით, ხელისუფლება ქვეყნიდან კრემლის აგეტების გაძევებას რატომ არ ჩქარობს ან საერთოდ აპირებს თუ არა მათ გამოაშკარავებასა და დასჯას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ შიფრავს არც იმ ქართველებს, ვინც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.

"ვაგნერის" ქართველ წევრთა ვინაობა "მთავარმა არხმა" გაარკვია. მათ სახელებს უკავშირდება უმძიმესი დანაშაულები, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და სასტიკი წამება.

მათი უმეტესობა ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. გაერთიანების ლიდერი კი პუტინის პირადი მზარეული ევგენი პრიგჟინია.

გურამ ბაგათელია, გია ჯოგერდიშვილი, თემურ უჩავა, სკავიკ ბაგათელია -  "მთავარმა" სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ქართველი წევრების იდენტიფიცირება შეძლო. ისენი "ვაგნერის" დაქირავებული მკვლელები არიან. რუსული არაფორმალური სამხედრო დაჯგუფება, რომელის სასტიკ დანაშაულებს ჩადის, საქართველოს მოქალაქეები წლების წინ შეუერთდნენ..

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი