სუს-ი მაღალ დონეზე მუშაობს, თუ ინფორმაცია გაქვთ მიაწოდეთ - მაჭარაშვილი "ვაგნერის" სიაზე

გამოქვეყნდა:

გურამ ბაგათელია, გია ჯოგერდიშვილი, თემურ უჩავა, სკავიკ ბაგათელია - "ვაგნერის" ქართველ წევრთა ვინაობა "მთავარმა არხმა" გაარკვია. ისინი წარმოშობით ოკუპირებლი ტერიტორიებიდან არიან და საქართველოს მოქალაქეობით სარგებლობენ.

რუსეთის სასარგებლოდ მებრძოლ დაქირავებულ მკვლელები საქართველოში ისე შემოდიან, რომ მათ იდენტიფიცირებას ქართული საგამოძიებო უწყებები ვერ ახერხებენ. დღეს ამ თემაზე პირველი კომენტარი "ქართული ოცნებიდან" გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. 

"უსაფრთხოების სამსახური მუშაობს საკმაოდ მაღალ დონეზე, თუ ვინმეს, ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული, აქვს რაიმე ტიპის ინფორმაცია, რომ საქართველოში იმყოფებიან ისეთი პირები, რომლებითაც წესით უნდა დაინტერესდეს უსაფრთხოების სამსახური, ბუნებრივია, მათ არათუ უფლება, ვალდებულებაც კი გააჩნიათ, რომ მიმართონ შესაბამის უწყებებს. [...] ეს არის თქვენი არხის წყარო, როგორც თქვენ ამბობთ, გამომდინარე აქედან თქვენ უნდა მიჰყვეთ ამ პროცესს, თუკი რაიმე ტიპის ფაქტები გაგაჩნიათ", - თქვა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორია "გრუ-ს" აგენტების პლატფორმადაა გადაქცეიული და ეს მთავრობის ხელშეწყობით ხდება. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ლაშა დამენიას თქმით, საქართველოში ის უწყებები, რომლებიც უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ მთლიანად პოლიტიკურ დევნაზე არიან გადასულები.

სუს-ი კი ამ დრომდე დუმს და არ გამოხმაურებია "მთავარი არხის" ინფორმაციას. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი