"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს "ნორმალური და სწორი" რეაგირება მოჰყვა.
სარჯველაძე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიშს გამოეხმაურა.
"ნორმალური და სწორი რეაგირება მოჰყვა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით სამართალწარმოება ბევრ შემთხვევაში კვლავ მიმდინარეა და ვფიქრობ, რომ რაიმე ქმედების არასრულფასოვნებაზე საუბრისთვის საფუძველი უბრალოდ არ მოიპოვება", - თქვა სარჯველაძემ.
"ადამიანის უფლებათა ცენტრიმა" ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც საუბარია არა მხოლოდ 5-6 ივლისის მოვლენებზე, არამედ 2019 წლის 19-20 ივნისის დარბევაზე, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ცესკო-სთან მიმდინარე აქციების დროს