ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს - თუ ასე გავაგრძელეთ დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს - გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება "მესამე ძალაში" გაწევრიანების შემდეგ.
ვაშაძემ ამომრჩევლებს მიმართა და მოუწოდა, 2 ოქტომბრის არჩევნებზე კარგად გაიაზრონ ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ყველა სფეროში და არჩევანიც ისე გააკეთონ:
"მთელი პროტესტი და გაღიზიანება, რაც დაგიგროვდათ კოვიდიდან დაწყებული, ეკონომიკის მდგომარეობამდე დამთავრებული, ძალიან გთხოვთ, მობრძანდით არჩევნებზე და ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ კარგად გათვალეთ, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ იმ სიტუაციაში და იმ ჯადოსნურ წრეში, რაზეც დავდივართ 30 წელია" განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ახალი პლატფორმის - მესამე ძალა - პრეზენტაცია გამართა და წევრები წარადგინა.