ევროპის უკანასკნელი დიქტატორის მეგობარი "ქართული ოცნება". ირაკლი ღარიბაშვილის ღია და უცერემონიო თავდასხმის ადრესატი დღეს ყველა ის ადამიანი იყო, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ლუკაშენკოს რეჟიმთან გაფორმებული სახიფათო ხელშეკრულების ანულირებისკენ მოუწოდებს.
მთავრობის მეთაურმა კრიტიკოსები მოღალატეებად და ქვეყნის მტრებად მოიხსენია და არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ლუკაშენკოს "კაგებესთან" თანამშრომლობა გაგრძელდება. რაც დიდ საფრთხეს უქმნის ბელარუსიდან გამოქცეულ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს.
ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულებიი არიან, რომ სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე, ლუკაშენკოს სადამსჯელო უწყება მათზე ნადირობას საქართველოშიც დაიწყებს.
იხილეთ ასევე: