რატომ არ არეგისტრირებს შსს გიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად | რა წერია შუალედურ დასკვნაში

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგი უგულავას რეგისტრაციის ცნობის გაცემაზე უარი უთხრა. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფოთის მერობის კანიდატად უნდა დარეგისტრირდეს, თუმცა გომელაურის უწყება ოპოზიციის კანდიდატს არც ცნობას აძლევს და არც განმარტებას, რა არის უარის მიზეზი.

გიგი უგულავა დეტალების გასარკვევად მომსახურების სააგენტოში თავად მივიდა. შუალედურ დასკვნაში კი, რომელიც მომსახურების სააგენტოში უგულავას მისცეს, წერია, რომ "მონაცემები ბოლომდე ვერ მოიპოვეს".

აი ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამართალთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ვის თავშიც ეს იდიოტიზმი და უკანონობა დაიბადა, იმის გასაგონად მინდა ვთქვა, დავრეგისტრირდები თუ არ დავრეგისტრირდები, რეფერენდუმი ფოთში აუცილებლად შედგება, "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება, - ამბობს გიგი უგულავა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი