"დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ სრულიად სულერთია მისთვის, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს", - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
როგორც კრამონი ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ორჯერ მოაწერა და ორჯერვე "გადააგდო" ის:
"დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ სრულიად სულერთია მისთვის, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს. ის, რომ აპრილში ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს ორჯერ და ორჯერვე გადააგდეს ეს დოკუმენტი, ამ მომენტში მე ვერ ვხედავ ვერანაირ ინტერესს საქართველოს მთავრობისგან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვერ ვხედავ ინტერესს, შეიტანონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე", - თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.
ამავე თემაზე: