"რა განცხადება იყო გამახსენეთ?!"...- კახა კუჭავა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ მეორე ტრანშისთვის პირობები ვერ შეასრულა. 

კუჭავას თქმით, ვიოლა ფონ კრამონისგან საჯარო კრიტიკა მაშინაც მოისმინეს, როცა მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად ცნო, თუმცა როგორც კუჭავა ამბობს, მასთან პირადად შეხვედრისას ევროპარლამენტარი უკმაყოფილო იყო იმით, რომ შეთანხმებას ხელს ნაციონალური მოძრაობა არ აწერდა.

"რა განცხადება იყო გამახსენეთ?!...ჰკითხეთ საიდან აქვს ინფორმაცია, წინასწარ იცოდა, რომ რამე ხდებოდა, თუ ეს მისი ვარაუდია. მისი სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ, როგორც თვითონ ამბობდა ჩვენი გასვლასთან დაკავშირებითაც, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მე მასთან პირადად საუბარი მქონდა და ძალიან უკმაყოფილო იყო, თუნდაც იმით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი არ მოაწერა, ამიტომ ჯობია მთელ სურათში შევხედოთ ამ კონტექსტში",- თქვა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 31 აგვისტოს, თქვა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს, რადგან "ქვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს".

ღარიბაშვილის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 75 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებას შეასრულებდა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში აიღო. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

ღარიბაშვილის განცხადებას Twitter-ზე ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმაც უპასუხა "- თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის, რისი უფლებაც არ გქონდათ" - დაწერა კრამონმა და განმარტა, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმების პირობები მეორე ტრანშისთვის.

ამავე თემაზე:

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი... არ მაინტერესებს ვინ რა თქვა - ღარიბაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი