თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის, რისი უფლებაც არ გქონდათ - ასე მიმართავს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართულ ოცნებას", რითიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმასა და 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმების პირობები მეორე ტრანშისთვის (75 მლნ): სასამართლო რეფორმა და აშ. თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის, რისი უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, - წერს კრამონი.