ფოთში მერობის კანდიდატი, ოპოზიციონერი გიგი უგულავა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი ხრიკები ვერ გააჩერებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლა გააგრძელოს. მისი თქმით, გუგებარია რატომ უთხრა შსს-მ უარი რეგისტრაციის ცნობის გაცემაზე.
"ვერანაირი ეს ვითომ სამართლებრივი ხრიკები ჩვენ ვერ გაგვაჩერებს და არ გაგვაჩერებს. ერთი, რომ გაგრძელდება სამართლებრივი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ რომ მივაღწევ რეგისტრაციას, ლუკაშენკო ვერ აკეთებს ესეთ უკანონობას და პუტინის რეჟიმი, როგორიც ჩვენ ვნახეთ. სამართლებრივი თვალსაზრისით სრული ნონსენსი და აბსურდი, თავიდან ბოლომდე. პარალელურად დაიწყება ჩვენი კამპანია, რეფერენდუმის კამპანია, გამარჯვების კამპანია, რომელმაც უნდა ამოძირკვოს ქართული ოცნების მმართველობა", - თქვა გიგი უგულავამ.
კანდიდატად რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება.
ამავე თემაზე