
განმუხურში მოკლული ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანიაა. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. არაოფიციალური ინფორმაციით, ცნობილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, თუმცა დაკავებულია თუ არა ის - უცნობია.
მომხდარზე გამოძოება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.