ცესკოს არ აქვს უფლებამოსილება დოკუმენტის გაცემა განიხილოს - თავმჯდომარე უგულავას საქმეზე

გამოქვეყნდა:

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცნობის გაცემა, რომლის თანახმადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიგი უგულავას მერობის კანდიდატურაზე რეგისტრაცია შეეძლება, მათ კომპეტენციაში არ შედის.

როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, ცესკო რეგისტრაციის საკითხს მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებს, რაც გიგი უგულავა ყველა საჭირო დოკუმენტს წარმოადგენს.

"ბატონ უგულავასთან მიმართებაში მინდა ავღნიშნო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს, იმ უფლებამოსილ და კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც განიხილავს იმ დოკუმენტის გაცემას, რა საკითხთან დაკავშირებითაც დღეს მიმდინარეობს განხილვები. ჩვენ ვიმსჯელებთ მხოლოდ რეგისტრაციის საკითხზე, როცა იქნება შესაბამისი მომართვა ასევე შესაბამის კომისიაში,-თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავა ფოთის მერობის კანდიდატია. გუშინ, 31 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგი უგულავას რეგისტრაციის ცნობის გაცემაზე უარი უთხრა. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფოთის მერობის კანდიდატად უნდა დარეგისტრირდეს, თუმცა გომელაურის უწყება ოპოზიციის კანდიდატს არც ცნობას აძლევს და არც განმარტებას, რა არის უარის მიზეზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი