საქართველოში შეერთებული შტატების ელჩ, კელი დეგნანი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, სანდო არ არის. დეგნანის თქმით, კრემლისგან ხშირად კეთდება სხვადასხვა განცხადება, თუმცა მანამ სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მათი განცხადებები სანდო ვერ იქნება.
დეგნანის თქმით, ურთიერთობის აღდგენისთვის, რუსეთისგან კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.
"საქართველოს ხშირად სმენია კრემლისგან სხვადასხვა განცხადებები, თუმცა ეს განცხადებები დიდი სანდოობით არ გამოირჩევა, სანამ საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ ასევე უნდა გავიხსენოთ 2008 წლის რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებიც. ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგმევა ამ შემთხვევაში, ეს არ არის სანდო გაცხადება, უნდა ვნახოთ, რომ არის კონკრეტული ნაბიჯები, იმისთვის, რომ მსგავსი მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით კრემლის არც ერთი განცხადება და კონკრეტული ნაბიჯები არ ყოფილა გადადგმული,- თქვა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, გუშინ, 1-ლ სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან მეზობლური ურთიერთობები აღადგინოს. მისივე თქმით, რუსეთი მზად იყო განეხილა უვიზო რეჟიმის აღგენა საქართველოსთან, თუმცა ამ ყველაფერს ხელი შეუშალა დუმის დეპუტატების, მათ შრის სერგეი გავრილოვის მიმართ "პროვოკაციულმა დამოკიდებულებამ"