მორიგი პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს - ღარიბაშვილი ენმ-ს ხელმოწერაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას "პოლიტიკურ თაღლითობას" უწოდებს. ამ თემაზე მან ზესტაფონში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა და ყოფილი ხელისუფლების კრიტიკა არც ამჯერად დაავიწყდა.

"მორიგი პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა. სამი თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას, ჩვენ ვიყავით პირველი, რომელმაც გადადგა ეს ნაბიჯი, ამ კომპრომისზე წავიდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების, დიდი მეგობრის, შარლ მიშელის პატივისცემის დასადასტურებლად, ამერიკის პატივსაცემად... მთავარი ხელმომწერი პირი რომელიც უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის სახით, მათ ხელი არ მოაწერეს. ეს ტრაგედიაა, რომ ჯერ კიდევ ეს ძალა არის მეორე ოპოზიციური პარტია ქვეყანაში. ეს არი სირცხვილი და კატასტროფის ტოლფასია.

არავითარი პროგრესი, კომპრომისი მათი მხრიდან არ ყოფილა. გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია. ვნახეთ პარლამენტში როგორ იქცეოდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა მათი მხრიდან, არც შეიცვლება. ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალაია შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები, დემოკრატები. ეს ხომ აბსურდია. ეს იგივეა, ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და დავუჯეროთ", - თქვა პრემიერმა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი