"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ყოფილ პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას "ორპირსა და ცრუპენტელას" უწოდებს. ზარქუას თქმით, გახარია ტყუის, როცა ამბობს, რომ ის კახი კალაძეს არ შეხვედრია.
ზარქუა ასევე ამბობს, რომ გახარიას ამოცანა თვითმმართველობის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობაა, თუმცა ზარქუას თქმით, მას ეს არ გამოუვა და კახი კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.
"ვარექს მართალ კოჩ, გახარია. ეს არაფერში წერია და ამას შენ სამეგრელოც და ყველა გეტყვის, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგი, არაფერში წერია, თუმცა შენი არჩევანია. გახსოვთ, თქვენ ეს ცნობილი განცხადება, როცა მან თქვა, რომ კახი უალტერნატივოა და ის კონკურენტად არ აღიქვამს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ცრუპენტელა კაცი აღმოჩნდა ეს, ძალიან ორპირი.
მათ შორის ის განცხადებები, გახსოვთ თქვე, პარლამენტში შემოვედი 20 ივნისს და კაცი შვილი არ იყოო, ეს გავუტარეთ, სინამდვილეში მოიტყუა. ისევე როგორც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ამბობდა, რომ კახი კალაძეს არ შევხვდიო და მერე მოუწია იმის აღიარება, რომ თურმე შეხვდა",-თქვა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, საკუთარი თავი კანდიდატად გუშინ 1-ლ სექტემბერს წარადგინა. გუშინვე, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კანდიდატურის წარდგენამდე გახარია კალაძეს შეხვდა. ინფორმაციას ტყუილი უწოდა ყოფილმა პრემიერმა და თქვა, რომ მსგავსი მეთოდებით მმართველი გუნდი მის დისკრედიტაციას ცდილობს.