"და რა არის გაუგებარი?..თუ თქვენც არ გესმით?" - ჯაფარიძე ზურაბიშვილის განცხადებაზე​

გამოქვეყნდა:

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, რომ მთავრობის უარი ევროტრანშზე მისთვის გაუგებარია, რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს:

და რა თქვა ზურაბიშვილმა ასეთი?

გაუგებარიაო?

და რა არის გაუგებარი?

იმ სესხზე უარის თქმაზე გასაგები რა უნდა იყოს?

ნახუი გაუშვეს ამ ქვეყნის დასავლური მომავალი

მართლა გჯერათ რომ ეს არ ესმის და გაუგებარია მისთვის?

ევროკავშირის განცხადებიდანაც ვერ მიხვდა?

თუ ესმის და ამ მასშტაბის პრობლემას აბაიბურებს სიტყვით ‘გაუგებარია’ და პრობლემა სესხის აღება არ აღებამდე დაჰყავს, რამ აღგაფრთოვანათ?

თუ არ ესმის და მართლა გაუგებრობა ჰგონია, მაშინ მითუმეტეს რამ აღგაფრთოვანათ?

თუ თქვენც არ გესმით?" წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე

განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, გაუგებარი ნაბიჯია - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და არგუმენტად ვალის შემცირების აუცილებლობას, არასაკმარისად მიიჩნევს.

ამავე თემაზე:

პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება - ზურაბიშვილი
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი