
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობისთვის დაკავებულ კახაბერ კალანდიას ბრალი წარედგინა.
უწყების ინფორმაციით, მან გარდაცვლილს მისივე სახლის ეზოში დანით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს, კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, განზრახ მოკვლის მიზნით, ვ.ვ.-ს, მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ვ. საავდმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამავე თემაზე: