რუსი ოკუპანტები ისევ გააქტიურდნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სოფელ ხურვალეთთან უკვე მეორე საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბანერი აღმართეს. "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ და "ოცნების" დუმილს აპროტესტებენ.
"რუსი ოკუპანტები ამ ბოლო პერიოდში აქტიურად აყენებენ ბანერებს, ავლებენ მავთულხლართებს. მათი გააქტიურება არ არის წესით შემთხვევითი", - თქვა დავით ქაცარავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცახდებენ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბანერი 22 აგვისტოს აღმართეს, რის შესახებაც უკვე აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.