ღარიბაშვილმა ნიკა გვარამია ამჯერად ტყიბულში ლანძღა: "თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი","მაფიოზური დაჯგუფების მთავარი ბოროტმოქმედი"

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას ამჯერად "თვითგამოცხადებულ მედიამენეჯერს" უწოდებს. პრემიერმინისტრმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი დღეს უკვე მეორედ ახსენა, ამჯერად ტყიბულში, მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას:

"მათი ხელწერაა ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა. კარგად ვნახეთ ის ბინძური კამპანიები ეკლესიის წინააღმდეგ. რატომ ებრძვიან ეკლესიას, პატრაირქს? მათ ეს კარგად აქვთ გააზრებული, აი გვარამიას, რომელიც ახლა თვითგამოცხადებული მედიამენეჯერია. ამ დროს ვიცით, რომ ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედია ამ დაჯგუფებაში, მაფიოზურ დაჯგუფებაში. ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია მთელი ამ სიბინძურის კამპანიის და მუდმივი შფოთვის კამპანიის საზოგადოებაში. კაცი, რომელიც იყო განათლების მინისტრი, შეადარეთ ახლა ჩვენს მთავრობაში მიხეილ ჩხენკელს, მეცნიერ კაცს. ამ სხვაობას ხედავს ხალხი და შესაბამის ვერდიქტს გამოიტანს 2 ოქტომბრის არჩევნებზე." ამბობს ღარიბაშვილი. 

ღარიბაშვილის წინასაარჩევნო ზიზღის კამპანია ბოლო ორი დღეა ნიკა გვარამიას აქტიური ხსენებითა და ტრიბუნიდან მასზე თავდასხმებით გრძელდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი