შექმნეს მოდელირებული ქრონიკა, რეალ ტვ, საზოგადოებას წაართვეს იპოდრომი - "9 წელზე" მინისტრი ბრეგაძეც ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

წარსულზე ამჯერად იუსტიციის მინისტრი ალაპარაკდა. რატი ბრეგაძე სიტყვით ტყიბულში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას გამოვიდა და პრემიერ ღარიბაშვილის რიტორიკა გააგრძელა.

"მე დაგისვამთ შეკითხვას, როგორ შეიძლება განვითარდეს ტყიბული მაგალითად იმ ძალის ხელში, რომელმაც შექმნა მოდელირებული ქრონიკა, რეალ ტვ, რომელიც ამტვრევდა სატელევიზიო თეფშებს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა ვერ გაეგო ვერავის, არა თუ მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდებოდა საქართველოში არამედ ჩვენც კი არ შეგვძლებოდა ერთმანეთისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა. როგორ შეძლებს ის ძალა რამის განვითარებას, რომელიც ორიენტირებული იყო საკუთარი ბელადის კეთილდღეობაზე, რომლის ოჯახის წევრებიც იღებდნენ უნივერსიტეტებს სიმბოლურ ფასად და რომლებმაც საზოგადოებას წაართვეს საზოგადოებრივი საკუთრება იპოდრომი" - ამბობს რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, პროფესორსა და იუსტიციის მინისტრ ბრეგვაძეს, ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების იუსტიციის მინისტრსა და ზოგადად ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს ბოლო დროის გამოსვლებში ხშირად ადარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი