პრეზიდენტ ზურაბიშვილის კრიტიკაზე, პრემიერ ღარიბაშვილის შეფასებას, რომ ის არაინფორმირებულია, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი "ტვიტერით" ეხმაურება:
"ის [სალომე ზურაბიშვილი] არ იყო "კარგად ინფორმირებული", რადგან მთავრობამ გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" წევრების გარდა არავისთან კონსულტაციით არ მიიღო, მათ შორის არც პრეზიდენტთან. სამწუხაროდ, ეს ანტიდემოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმისკენ გადახვევის კიდევ ერთი მტკიცებულებაა", - წერს იან კელი.
განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, გაუგებარი ნაბიჯია - თქვა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა და "ქართული ოცნება" ღიად გააკრიტიკა, რასაც უკვე დღეს, სახელისუფლებო გუნდის წევრების პასუხი მოჰყვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს