ტყუილებით საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში - პრემიერი ღარიბაშვილი "მთავარი არხს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ის იმ რეპორტაჟს გამოეხმაურა, სადაც კოვიდ-პასპორტის შესაძლო გაყალბებაზე იყო საუბარი:
"თქვენმა ტელევიზიამ, მთავარმა არხმა მორიგი სიცრუე და პროვოკაცია ჩაიდინა. ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ, დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე. მე ერთხელ ვარ აცრილი "ფაიზერით" და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა, 42 დღემდე მაქსიმუმ, ჯერ არ არის გასული 28 დღე, მადლობა რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე.
მაგრამ ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის სამარცხვინო საქციელი" ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ის ბარათი, რომელიც იუსტიციაში გუშინ აიღო, საინფორმაციოა და მისი აღება ყველა მოქალაქეს შეუძლია.
ამავე თემაზე: