ღარიბაშვილი "მთავარმა არხმა" ვაქცინაციის მეორე დოზაზე დაარეგისტრირა - პრემიერის ყალბი კოვიდ-პასპორტი

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ირაკლი ღარიბაშვილი კოვიდვაქცინის მეორე დოზაზე დაარეგისტრირა - პრემიერს, ვაქცინის გასაკეთებლად, 9 სექტემბერს 16:24 საათზე ხეჩინაშვილის კლინიკაში ელოდებიან.

არხმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც, აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ვაქცინის მეორე დოზა გაკეთებული არ აქვს, თუმცა კოვიდ-პასპორტის აღება მაინც შეძლო.

ღარიბაშვილი კოვიდ -პასპორტი ასაღებად დღეს ქუთაისში ჩავიდა. მას ოფიციალური დოკუმენტი მისცეს რომელსაც QR წამკითხველიც ჰქონდა, თუმცა რა წერია მის მონაცემებში არავინ იცის. არ არის გამორიცხული რომ ის მხოლოდ ფარატინა ქაღალდია.

რეალურად კი პრემიერმა მოიტყუა. ირაკლი ღარიბაშვილის მონაცემები მთავარმა არხმა ვაქცინაციის საიტზე გადაამოწმა. პრემიერმა კოვიდ-პასპორტი ისე აიღო რომ მას მხოლოდ ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი