"კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ"- წულუკიანი ისევ მიკროფონის წართმევით იმუქრება

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი სამეგრელოს ბიუროს შემდეგ მიკროფონის წართმევით ამჯერად "მთავარი არხის" იმერეთის ბიუროს კორესპონდენტს დაემუქრა.

ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ემა გოგოხიას მიკროფონს 3 ოქტომბერს დაუბრუნებს, ხოლო თუ ამ თემაზე საუბარს კიდევ გააგრძელებს, მიკროფონის გარეშე ირაკლი ვაჩიბერაძეც დარჩება:

"მიკროფონს დავაბრუნებ 3 ოქტომბერს. თქვენ კარგად იცით რას უკავშირდება ეს თარიღი, კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ" - დაემუქრა წულუკიანი "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. წულუკიანი მიკროფონს არ აბრუნებს და კონკრეტული დღისთვის, კონკრეტული მიზნით ინახავს.

"ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას" გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ (ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები), როცა 3 ოქტომბერს დილით ესენი სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი", - თქვა, მიკროფონით ხელში, სცენაზე ასულმა წულუკიანმა ტელეკომპანიის კუთვნილი ნივთის გატაცების შემდეგ. 

რამდენიმე დღეში კი კულტურის მინისტრმა ჟურნალისტი ემა გოგოხია სვანეთში დაიბარა. "მთავარმა არხმა" წართმეული მიკროფონის დაბრუნების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაშიც შეიტანა სარჩელი, თუმცა უშედეგოდ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი