რა კარგად ბაძავთ მიმიკებში გახარიას - ბოჟაძე ქემოკლიძეს

გამოქვეყნდა:

"რა კარგად ბაძავთ მიმიკებში [გიორგი გახარიას], სულ მინდოდა მეთქვა“ - ასე მიმართა "ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, პარტიის "საქართველოსთვის" წევრ კახა ქემოკლიძეს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ დებატებში". 

საპასუხოდ ქემოკლიძემ ბოჟაძეს უთხრა: "ან ის მბაძავს მე".

ბოჟაძემ და ქემოკლიძემ გახარიასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე ისაუბრეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიას "მოღალატე" კიდევ ერთხელ უწოდა. გარდა ამისა, მოქმედმა პრემიერმა წინამორბედს მისი თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაციები გაახსენა და თქვა, რომ გახარიამ "უგუნური" გადაწყვეტილებები მიიღო და "დანაშაულები ჩაიდინა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი