ვაქცინირებულები დედების რძიდან ახალშობილებს ანტისხეულები გადაეცემა - ამის შესახებ კვლევას ფლორიდას უნივერსიტეტი ავრცელებს.
მკვლევრებმა განაცხადეს, რომ დედის რძეში გადატანილი ანტისხეულები შეიძლება სასარგებლო იყოს ჩვილებისთვის, მაგრამ მათი გავლენის დასადგენად შემდგომი შესწავლაა საჭირო.
ბევრ დედას, ორსულ ქალს ეშინია ვაქცინაციის. მათ სურთ გააკეთონ ის, რაც საუკეთესოა მათი ჩვილებისთვის. ეს არის ის, რაც გვინდოდა გვცოდნოდა, შეუძლია თუ არა მას რაიმე სარგებლის მოტანა, - ამბობს კვლევის თანაავტორი და პროფესორი UF მედიცინის კოლეჯის პედიატრიის განყოფილებასა და ნეონატოლოგიის განყოფილებაში, დოქტორი იოზეფ ნეუ.
კვლევის თანაავტორები განმარტავენ იმასაც, რომ ჩვილები განუვითარებელი იმუნური სისტემით იბადებიან და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მათი ორგანიზმი მზად არაა, რადგან ბავშვები თავის დაცვას ვერ შეძლებენ. მკვლევრების აზრით, დედის რძე ჰგავს დამხმარე ინსტრუმენტის ყუთს, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ამ დაუცველობის პოტენციურად გასაუმჯობესებლად.
"რძე დინამიური ნივთიერებაა და მას ბავშვების დახმარება შეუძლია" - ამბობს ნეუ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მეორე აცრის შემდეგ დედის რძეში, ანტისხეულების რაოდენობა 100-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ანტისხეულების რაოდენობა ნარჩუნდება რძის შენახვის შემთხვევაშიც, მაშინ როცა ბავშვს ის დაუყოვნებლივ არ მიეცემა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ორსულების აცრის შემდეგ, ნაყოფზე ანტისხეულები ჭიპლარის საშუალებით გადადის.
იხილეთ ასევე: