დღეს 61 ადამიანი გარდაგვეცვალა და გვიხარია, რომ 80 არ არის, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვაქვს - სურგულაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლება პანდემიის დაწყებიდან სრულიად არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამდა, რაც ამ დრომდე გრძელდება. მათი თქმით, "ოცნების" განცხადებები, რომ ყველაფერი კარგადაა უტიფრობაა.

"დღეს 61 ადამიანი გარდაგვეცვალა და გვიხარია, რომ 80 არ არის. ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩააგდო ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ. არ ვიცი როგორ სძინავთ ამ ხალხს ღამე, როგორ მიდიან სამსახურში. ყოველ დღე უნდა გამოდიოდნენ და სამძიმარს უცხადებდნენ იმ ხალხს", - თქვა "ლელო საქართველოს" წევრმა, ვატო სურგულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ქვეყანაში 16 წლამდე ბავშვების აცრა ამ დრომდე არაა დაშვებული. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 61 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი