პროკურატურას მივმართე, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მახარაძისა და ცქიფურიშვილის ​წინააღმდეგ - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა, რომ ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძისა და სასულიერო პირ, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

საქმე ეხება 5 ივლისს ძალადობის საქმეს, რა დროსაც 53 ჟურნალისტი დაშავდა. როგორც ლომჯარია განმარტავს, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალებით ირკვევა, რომ 5 ივლისამდე ზურაბ მახარაძე "თბილისი პრაიდისა" და "სირცხვილიას" წევრების მიმართ ძალადობას აანონსებდა, ამასთან ის ჟურნალისტებზე ძალადობაზეც საუბრობდა. ლომჯარიას თქმით, მახარაძე არა მხოლოდ აანონსებდა ძალადობას, არამედ 5 ივლისს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მას.

რაც შეეხება სპირიდონ ცქიფურიშვილს, ლომჯარიას თქმით, ცქიფურიშვილი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ჯგუფებს საჯაროდ, ძალადობისკენ მოუწოდებდა.

"სახალხო დამცველი უფლებამოსილია მოითხოვოს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. მე ეს უფლებამოსილება გამოვიყენე და უკვე მივმართე პროკურატურას, რომ მოქალაქეების, ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა",- თქვა ნინო ლომჯარიამ.

5 ივლისის ძალადობიდან ზუსტად 2 თვე გავიდა. დაუსჯელი მოძალადეები, თავისუფალი დამკვეთები და პასუხისმგებლობას გაქცეული ორგანიზატორები - ასეთია შედეგი იმ ე.წ აქციის, სადაც რადიკალებმა ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემეს, მედიის 53 წარმომადგენელს, წიხლებით შედგნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი