"ოცნება" გენპროკურორის არჩევის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს - კონსულტაციები პარლამენტში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს, არჩევნებში ბარიერის 2%-მდე დაწევასა და ფრაქციის შექმნის საკითხს, თუმცა კობახიძის თქმით, პარტია მხარს არ დაუჭერს გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილებას. 

გენერალური პროკურორის არჩევის საკითხს, შარლ მიშელის დოკუმენტიც ითვალისწინებდა. დოკუმენტში წერია, რომ გენპროკურორის დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

კობახიძის განმარტებით, გენერალური პროკურორის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტი "აბსურდულია". მისივე თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციას საკითხზე დისკუსიის გაგრძელებას სთავაზობს.

"რაც იყო ასახული ანულირებულ 19 აპრილის შეთანხმებაში, აბსურდულია თავის შინაარსით. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, შეიძლება შეურაცხმყოფელიც იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც კონსტიტუციაში მის შეტანაზე არის საუბარი, აქედან გამომდინარე დისკუსია გაგრძელდება",-თქვა კობახიძემ. 

კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გადის, ხოლო ხვალ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ

ცნობისთვის, 2021 წლის 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს მმართველმა გუნდმა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოაწერა ხელი.

დოკუმენტში საუბარი შეეხებოდა სასამართლო რეფორმას, რომელიც გენერალური პროკურორის არცევის წესს ითვალისწინებდა. "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის დოკუმენტი 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი