ომბუდსმენი მხოლოდ საჯარო განცხადებებს და ჩანაწერებს ეყრდნობა - შსს-ს პასუხი მოძალადეების დასჯაზე

გამოქვეყნდა:

შს მინისტრის მოადგილე, მახარაძისა და ცქიფურიშვილის ​ მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის გაცხადებას მის პირად შეფასებას უწოდებს და ამბობს, რომ ბრალის წაყენების უფლება პროკურორს აქვს.

დარახველიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის განცხადება მხოლოდ საჯარო განცხადებებსა და ჩანაწერებს ეყრდნობა და მას საქმის მასალებთან წვდომა არ აქვს.

დარახველიძის თქმით, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს არსებობს თუ არა ბრალის წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები.

"ეს არის სახალხო დამცველის შეფასება, ქვეყანაში ბრალდების უფლებამოსილება გააჩნია პროკურორს და პროკურორი საქმის მასალებზე დაყრდნობით იღებს ამ გადაწყვეტილებას. მე რაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის მხოლოდ საჯარო განცხადებებს და ჩანაწერებს ეყრდნობა. სისხლის სამართლის საქმის მასალებთან მიმართებაში მას წვდომა არ ჰქონია, შესაბამისად პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ წაუყენოს კონკრეტულ პირს ბრალი, ბუნებრივია მოხდება ამ პირის ბრალდება" - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, მახარაძის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, ერთ-ერთი აქციის დროს ადმინისტრაციულადაც იყო დაკავებული და კანონი "ყველას თანაბრად უდგება".

ცნობისთვის, ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა, რომ  ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძისა და სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

საქმე ეხება 5 ივლისს ძალადობის საქმეს, რა დროსაც 53 ჟურნალისტი დაშავდა. ირკვევა, რომ მახარაძე და ცქიფურიშვილი რადიკალურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

​შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" კვირეული ფარგლებში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, თუმცა ღონისძიება გაუქმდა. მის გაუქმებას წინ უძღოდა აქცია რუსთაველზე, რა დროსაც, ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა პარლამენტთან გაშლილი ოპოზიციის კარვები დაარბიეს და ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს. რადიკალური ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 

მავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი