ეკლესიის მტრებს არ დავეხმარები... მეორედ მოსვლის მოლოდინი მაქვს, უეჭველი მოვა - დეკანოზი სპირიდონი ომბუდსმენზე

გამოქვეყნდა:

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ეკლესიის მტრებს" არ დახმარება.

მან ჟურნალისტებს ძალადობის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ "მეორედ მოსვლის მოლოდინი" აქვს.

"ჩემს ადვოკატს დაელაპარაკეთ და გაგცემთ პასუხს, არ გაგიჭირდებათ მაგის გარკვევა [ვინ არის]. 

- თქვენ რომ დაგვეხმაროთ და გვითხრათ?

- მე ეკლესიის მტრებს არ დავეხმარები შეძლებისდაგვარად. ვინც ეკლესიას ებრძვის. დავამთავრე მე თქვენთან საუბარი.

- თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

- მეორედ მოსვლის მოლოდინი მაქვს მე, უეჭველი მოვა. კიდევ რა კითხვები გაქვთ?"

ცნობისთვის, ამავე თემაზე დღეს ბრიფინგი გამართა სახალხო დამცველმა - ნინო ლომჯარია პროკურატურას მოუწოდებს, ზურაბ მახარაძისა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ამავე თემაზე:

ნინო ლომჯარია ძალიან მალე იქნება ბრალდებული - მორგოშია ომბუდსმენს ემუქრება
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი