სახელმწიფო უწყებებმა ბოლო 7 თვეში ბიუჯეტიდან მხოლოდ კვებაზე 735 ათასი ლარი დახარჯეს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უწყებებმა ბოლო 7 თვის განმვალობაში ბიუჯეტიდან მხოლოდ კვებაზე 735 ათასი ლარი დახარჯეს - ინფორმაციას ამის შესახებ, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი "აი ფაქტი" ავრცელებს.

ირკვევა რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სახელმწიფო უწყებები საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ნაცვლად, სარესტორნო მომსახურებაში ათასობით ლარს იხდიან.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტი სარესტორნო მომსახურებაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დახარჯა - 109 ათასი ლარი. ეკონომიკის სამინისტრომ კვებაზე ბოლო 7 თვეში 32 ათასი ლარი დახარჯა, გარემოს დაცვის სამინისტრომ 24 ათასი, ქუთაისის მერიამ 23 ათასი, სს საქართველოს რკინიგზამ კი - 18 ათასი ლარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი