"ქართული ოცნების" წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების არ ეშინიათ. ხელისუფლების ნაწილს ისევ სჯერა, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდება.
"არ მინდა ამ ადამიანზე ვილაპარაკო რაღაც აგდებულად იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მაქვს ამის განცდა ნამდვილად, მაგრამ ამდენი ათეულობით განცხადებები, ან უნდა ჩამოვიდეს, ან არ უნდა ჩამოვიდეს. მეშინია თუ არა მე, ნამდვილად არ მეშინია, ცალსახად. ქართულ სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც ის დაემორჩილება, ამიტომ, ვფიქრობ, არანაირ არეულობამდე არ მივა საქმე", - თქვა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლას თავად არ აპირებს და გადაწყვეტილი აქვს ამაში ახალ ძალებს დაეხმაროს.