"ქართული ოცნების" წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების არ ეშინიათ. დეპუტატები ყოფილ პრეზიდენტს იმ სისხლის სამართლის საქმეებს ახსენებენ, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული.
"მიხიელ სააკაშვილს გამბედაობა არ ჰქონდა და არც ამჯერად ეყოფა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, არ დაგვავიწყდეს, რომ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყოფილი საქართველო პრეზიდენტი გახლვათ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უკვე 8 წელია საქართველოში ჩამოსვლას ლამბოს", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, თუ თეორიულად მაინც წარმოვიდგენთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, სასჯელის მოხდა არ ასცდება.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლას თავად არ აპირებს და გადაწყვეტილი აქვს ამაში ახალ ძალებს დაეხმაროს.