"ადგილი მიეჩინება იქ, სადაც არის მისი ადგილი" - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს. მისივე აზრით, ეს მხიეილ სააკაშვილის გახარია პრემიერობის დროს "კიდევ შეიძლებოდა გაებედა", თუმცა ახლა პრემიერი ის აღარაა.

"ის ვერ გაბედავს ჩამოსვლას, თორემ რაც შეეხება მის დაკავებას, ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. პრემიერი აღარ არის გახარია, მელია არ დააკავა და სააკაშვილს რას დააკავებდა. რომ ყოფილიყო პრემიერი გახარია, ამ შემთხვევაში სააკაშვილს კიდევ შეიძლებოდა ეს გაებედა, მაგრამ პრემიერი აღარ არის გახარია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიხიელ სააკაშვილს ადგილს შესაბამის დაწესებულებაში მიეჩინება - "ადგილი მიეჩინება იქ, სადაც არის მისი ადგილი". 

ცნობისთვის, კობახიძემ თქვა, რომ წინასაარჩევნო 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც სააკაშვილმა "ოცნებას" გაუკეთა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლას თავად არ აპირებს და გადაწყვეტილი აქვს ამაში ახალ ძალებს დაეხმაროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი