პოლიციელებმა აქტივისტებს პულივიზატორები წაართვეს და სტენსილები დაუმტვრიეს | ხმაური პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

პარლამენტის შენობასთან, სადაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმიდნარებს, ხმაური იყო. მოძრაობა "სირცხვილიას" ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს პოლიცია დაუპირისპირდა. 

სამართალდამცველებმა მათ პულივიზატორები და სტენსილები წარწერით - "არა ოკუპანტის ამნისტიას" წაართვეს და დაუმტვრიეს, შედეგად ერთი აქტივისტი დაშავდა. 

"პარლამენტთან მისულ 10-მდე აქტივისტს პოლიციელებმა აქციის დაყწებამდე წაგვართვეს პირადი ნივთები, ნაწილი დაამტვრიეს, ნაწილი სად წაიღეს არ ვიცით. დაკავებებით, ჯარიმებითა და ყადაღებით რომ ვერ შეგვაშინეს და გაგვაჩერეს, ახლა აქციამდე პირადი ნივთების ქურდულად მოპარვა დაიწყეს", - წერს Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი