ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და დაშინება - მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარა "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ოპონენტების წინააღმდეგ ტრადიციული მეთოდებით იბრძვის, თუმცა ამ ბრალდებებზე რეაგირების ნაცვლად, მმართველი პარტიის და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებენ.
ნაციონალური მოძრაობის 10-მა კანდიდატმა პარტია დაშინების გამო დაწერა, თუმცა 3-მა მათგანმა აღდგენასთან დაკავშირებით საოლქო კომისიას ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართა. არჩევნებამდე 1 თვით ადრე ნინოწმინდასა და ახალქალაქში დაშინებისა და შანტაჟის შესახებ, ადგილობრივები თავად საუბრობენ. ახალქალაქის მერი ყველა ბრალდებას უარყოფს.
"არც არის, არც ყოფილა, არც იქნება, ყველაფერი მიმდინარეობს ნორმალურად, არანაირი საჩივრები არ არის",- ამბობს იურიკ უნანიანი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ მათ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებენ, რათა სია ჩამოიყვანონ იმ მინიმუმზე დაბლა, რომლის შემდეგ სია ავტომატურად მოიხსნება და "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ ექნება საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ გარდა პარტიული სიის წევრებისა, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს ნინოწმინდაში ამბობს, რომ მასაც ემუქრებიან და საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ.
ამავე თემაზე:
სუს-ი ჩვენს კანდიდატებს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება - ბარამიძე ახალქალაქსა და ნინოწმინდაზე