პილოტი, რომელიც ფრენისას საქარე მინიდან გადაფრინდა, გადარჩა | ბრიტანეთის ავიახაზების უჩვეულო ისტორია

გამოქვეყნდა:

ბრიტანული ავიახაზის რეისი 5390-ის უჩვეულო ისტორია  - 1990 წლის 10 ივნისს ბრიტანული ავიახაზების რეისი 5390, ინგლისიდან ესპანეთის მიმართულებით მიფრინავდა. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით, 27 წუთში, მაშინ როცა თვითმფრინავი 7000 მეტრზე იმყოფებოდა, პილოტებმა ავიაპილოტი ჩართეს და ღვედი მოიხსნეს.

მოულოდნელად, თვითმფრინავის 6 საქარე მინიდან 2 ჩაიმსხვრა, ერთ-ერთი პილოტი, ტიმ ლანკასტერი კი ფანჯრიდან გადაფრინდა. კაპიტანმა მოასწრო და ფანჯარას ფეხებით მოეჭიდა.

მისმა თანაპილოტმა ავიაპილოტი გამორთო და თვითმფრინავის ხელით მართვა დაიწყო, ის ცდილობდა, რომ თვითმფრინავი ყველაზე ახლო აეროპორტში დაესვა. ბორტის ერთ-ერთმა გამცილებელმა კი მოასწრო ფანჯრიდან გადავარდნილი პილოტის ფეხებში დაჭერა. ნიგელ ოგმანი ფიქრობდა, რომ პილოტი უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა ის მას ხელს მაინც არ უშვებდა, ვინაიდან არსებობდა საშიშროება, რომ მისი სხეული ძრავაში შევარდებოდა და თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა.

"მისი სახე ფანჯარას ეხეთქებოდა, ცხვირიდან და თავიდან სისხლი მოსდიოდა….თვალები გახელილი ჰქონდა, არასოდეს დამავიწყდება, რაც ვნახე",- ყვება ოგმანი.

თვითმფრინავში 87 ადამიანი იმყოფებოდა. საბოლოო ჯამში, მეორე პილოტმა მოახერხა და თვითმფრინავი ერთ-ერთ აეროპორტში დასვა, სადაც მათ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები დახვდნენ. ადგილზე კი ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ პილოტი, რომელიც ფრენისას ფანჯრიდან გადავარდა, ცოცხალი იყო. მას სახის დაზიანებები და რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნებოდა. პილოტმა მისი კარიერა მომავალშიც გააგრძელა. 

მოგვიანებით გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ თვითმფრინავზე საქარე მინის დასაფიქსირებლად არასწორი ჭანჭიკები იყო დამაგრებული. მომხდარზე 2005 წელს დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით: "საჰაერო კატასტროფის გამოძიება" გადაიღეს. ინციდენტი ბრიტანეთის საჰაერო ისტორიაში ყველაზე უჩვეულო მომენტად ითვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი